ჩვენ გთავაზობთ ცენტრალური ამერიკის, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ქვეყნების მაღალმთიანი რეგიონების სხვა და სხვა უმაღლესი ხარისხის Specialty ყავის მარცვალს, რომელიც პროფესიონალების მიერ იხალება ლონდონში, სახალ სალში Catalyst და მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით იგზავნება საქართველოში, რათა ტრანსპორტირებას დიდი დრო არ დასჭირდეს და ქართველმა მომხმარებელმა მიირთვას ახლად მოხალული, არომატული მარცვლით მომზადებული ყავა. ჩვენს ასორტიმენტში შეხვდებით ხასიათობრივად ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ ყავის მარცვლებს, როგორც საგემოვნო და არომატული პალიტრით, ისე ინტენსივობითა და გემოს მდგრადობით.