ყავა

ჩვენ გთავაზობთ ცენტრალური ამერიკის, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ქვეყნების მაღალმთიანი რეგიონების სხვა და სხვა უმაღლესი ხარისხის Specialty ყავის მარცვალს, რომელიც პროფესიონალების მიერ იხალება ლონდონში, სახალ სალში Catalyst და მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით იგზავნება საქართველოში, რათა ტრანსპორტირებას დიდი დრო არ დასჭირდეს და ქართველმა მომხმარებელმა მიირთვას ახლად მოხალული, არომატული მარცვლით მომზადებული ყავა. ჩვენს ასორტიმენტში შეხვდებით ხასიათობრივად ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ ყავის მარცვლებს, როგორც საგემოვნო და არომატული პალიტრით, ისე ინტენსივობითა და გემოს მდგრადობით.

ყავის აპარატები

Catalyst Coffee წარმოადგენს მონაკოში არსებული პრემიუმ კლასის ყავის აპარატების ბრენდი Conti-ს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. Conti 70 წელიწადია მყარად ინარჩუნებს მაღალი კლასის მწარმოებლის სტატუსს და ქმნის ყავის დანადგარებს, რომლებიც იდეალურად ერგება ნებისმიერი ყავის მომზადების ტექნიკას თუ მომხმარებლის გემოვნების სპეციფიკას.

პარტნიორები